ანა ბულბულაშვილი

ქოუჩი.
ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი.
ბაირონ ქეითის "სამუშაოს" ფასილიტატორი.


შესაძლებელია შეცვალო შენი ისტორია

თუ ჩვენი ამბავი, ჩვენი ისტორია ჩვენზე და ჩვენს ცხოვრებაზე არც ისე კარგია, ჩვენ გვაქვს არჩევანი და შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ ჩვენი ამბავი და დავწეროთ მის ნაცვლად ახალი!
საკუთარ თავზე მუშაობა პირდაპირი გამოწვევაა დაგვანახოს, რომ, ისტორიებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვყვებოდით ჩვენს თავზე, რამხელა გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, როგორ ქმნის და აშენებს ახალ დამანგრეველ რწმუნებულებათა სისტემას.
ცხოვრება არაა ჩვენს წინააღმდეგ, ცხოვრება ჩვენს მხარესაა.
შენ ყოველთვის გაქვს იმის ძალა რომ შეცვალო შენი ამბავი.
ზოგიერთ ჩვენგანს ხშირად ავიწყდება საკუთარი შინაგანი ძალის არსებობა, რადგან იჯერებს ამბავს ტანჯვის, ტკივილის და წარუმატებლობების შესახებ.
2016 წელიდან აქტიურად ვმუშაობ შინაგანი ძალის გამოღვიძებაზე, ვამსხვრევ ძველ ისტორიებს და ვაშენებ ახალს.
მე აღარ ვარ ქალი რომელიც სამყაროში დაკარგული იყო, მე აღარ ვარ უხეში და ანჩხლი, მე აღარ ვარ ქალი მუდამ დაღლილი, მე აღარ ვარ უშნო და მსუქანი, მე აღარ ვარ ქალი დანაშაულის შეგრძნებით ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ქმედებაზე, მე აღარ ვარ ქალი რომელიც წუხდა და ნერვიულობდა ყველაფერზე, მე აღარ ვარ ქალი რომელიც თავს გარემოებების მსხვერპლად გრძნობდა, რომელიც ყველგან სიძნელეებს ხედავდა, რომელსაც ეშინოდა საკუთარი ემოციების, მათი გამოხატვის, მე აღარ ვარ ქალი რომელიც თავისი ფიქრებით თავისივე ცხოვრების დამანგრეველი იყო, მე აღარ ვარ ქალი რომელმაც არ იცოდა საკუთარი ღირებულება, რომელსაც არ ქონდა საკუთარი სურვილები, საკუთარი "მინდა", მე აღარ ვარ ქალი რომელიც სიყვარულს გარეთ ეძებდა. მე გავხდი ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი, პირადი მხსნელი. მე დავამარცხე "ტარაკნები" ჩემში, მე დავამარცხე შიში რომელიც დამანგრეველ რწმუნებულებათა სისტემას მიქსოვდა, რომელიც შემდეგ აკონტოლებდა ჩემს ცხოვრებას.
დღიდან დღემდე მე ვწერდი ახალ ისტორიებს ჩემს ცხოვრებაზე, ისტორიებს ჩემი შინაგანი სამყაროს შესახებ: მე ვარ ღირსეული, მე ვარ საკმარისი, მე ვარ სიყვარული... და ასე უსასრულოდ!
ამ ყველაფერს ძლიერი ნებისყოფა დასჭირდა, ამ ყველაფერს შესაბამისი ფინანსები დასჭირდა, რომ მენახა შესაბამისი ინსტრუმენტები, რამაც მე დღეს აქ მომიყვანა, ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ამ ყველაფერს საკუთარი თავისა და ცხოვრების მიძღვნა დასჭირდა...
დღეს მე აქ ვარ.
დღეს მე აქ ვარ ახალი ისტორიით. დღეს მე ისევ ვწერ ჩემს ამბავს უფრო დიდს, უფრო უკეთესსა და უფრო ნათელს დღიდან დღემდე! ჩემი განვლილი ცხოვრება დიდი საჩუქარია, ამიტომაც მე დღეს აქ ვარ, ჩემი მიზნით, ჩემი სულისკვეთებაა ადამიანებს დავეხმარო ამ გზის გავლაში, მხარი დავუჭირო მათ , და შესაძლოა შენც, ამ მოგზაურობაში. ეს არის მთავარი მიზანი ამ გვერდის შექმნის, აქ არის ინტენსიური მოგზაურობა საკუთარ თავში, სიყვარულში, ისტორიებში და ამბებში რომლებიც შეიცვლება და თავიდან დაიწერება, იმისთვის რომ უთხრა დიდი "დიახ" საკუთარ თავს და დიდი "დიახ" ცხოვრებას.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website