1. ღარიბი ადამიანები ხშირად უყურებენ ტელევიზორს.
თუ თქვენ იმდენი თავისუფალი დრო გაქვთ, რომ ტელევიზორს უყუროთ, დიდი ალბათობაა, რომ ღარიბი ბრძანდებით.
ადამიანები უამრავ დროს ხარჯავენ არაფრისმომცემი გადაცემების ყურებაში.
ეს ხელს გიშლით წინსვლაში! თუ იცით, რომელი ვარსკვლავი ქორწინდება უახლოეს მომავალში, გაქვთ საყვარელი თოქ- შოუ ან არხი, გამოდის რომ, თქვენ დიდ დროს უთმობთ ტელევიზორს.
ჭორები ვარსკვლავების შესახებ არ მოგიტანთ არანაირ სარგებელს! სამაგიეროდ სარგებელს მოუტანს ვარსკვლავებს. მდიდარი ადამიანები ცდილობენ მოხვდნენ ტელევიზორში და არა უყურონ მას!
შეიძლება თქვენ თქვათ რომ, ეს იუმორისტული შოუ გეხმარებათ პრობლემებიდან ყურადღების გადატანაში. სწორედ ამაშია საქმე! თქვენ აიგნორებთ პრობლემებს, იმის მაგივრად რომ მოაგვაროთ.
ერთხელ ჯონ ლენონმა თქვა „ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც დროს სიამოვნებით, მაგრამ არა ფუჭად არ ვხარჯავდეთ".
დაფიქრდით ამაზე, ტელევიზორთან დიდი დროის გატარება მართლა სიამოვნებას განიჭებთ? თქვენ იტყვით რომ, ტელევიზორის ყურება აუცილებელია, რადგან ასე იგებთ რა ხდება მსოფლიოში, მე გეტყვით რომ ტელევიზია აშუქებს იმას, რაც მისთვის არის მომგებიანი, ამას ჯობია ინტერნეტში მოიძიოთ ინფორმაცია, გადახედოთ და შემდეგ გააგრძელით თქვენი საქმიანობა.